ქაღალდი
ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი ლურჯი მელნით.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უობ (1793), იანვრის იგ (13)
1. მეფე პირდება ბატონიშვილს არქიმანდრიტის საქმის სამართლიანად გამოძიებას და სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
2. ამონარიდი ოქმიდან: ,,არქიმანდრიტის საქმეზედ წიგნი მოგეწერა ... განა ჩვენ არ შევეცდებოდით ამ საქმის გარიგებას. ახლა როგორც მოგეწერა იმ საქმეს ვცდილობთ გზაზე იმას ამისგან საფიქრებელი არა ჰქონდეს რა. ამას გარდა რაღაც ჭორები გაგიგონია, დიაღ ბევრი მეჭორე გყავს, მაგრამ ღმერთმან ნუ ჰყოს რომ იმათ აჰყვე. ამაზედ სარწმუნო იყავ, რომ რომელიც სამართალი არის, მე იმას არ გარდავხდები, არც მარჯუნივ მივიხედავ და არც მარცხუნივ სხვას საქმეებზედაც და რასაკვირველია რომ ამ საქმეზედ უფრო ჭეშმარიტებით და სიმართლით მოვიქცევი“.
3. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
4. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: დედანი, 32,2X14,3 cm., დაწერილი ლურჯ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია მძიმე ან მძიმე", დედანი, ხეც, Hd 6290.