ქაღალდი
ქაღალდი თეთრი შავი ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უმზ (1759); მაისის კ (20)
1. მეფის მინაწერი ოქმხე: ,,ახლა თქვენ იცით, ჩვენც ამ ორს დღეზე ღვთით ჩამოვალთ. ქ. ხუთი კაცია მოვა ესენი".
2. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1933-1936 წწ.-ში.
3. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, ზომა 20X8, დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო ან ორ-ორი წერტილი". დედანი, ხეც, Sd1716.
4. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა