ქაღალდი
ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ლუჯი და წითელი მელნით
წერტილი ორგან
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უΩ (1772), ნოემბრის ჰ(8)
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ..დედანი, 22x18,2 cm.. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად რამდენიმე ადგილას ნახმარია თითო წერტილი".
3. გვიანდელი მინაწერი: ,,ქ. რაზმიაშვილის ოქმი“.
4. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო. საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.
5. სახასო - 1. სამეფო საკუთრება; 2.ფეოდალის სახლის საერთო-საგვარეულო ქონება.