ქაღალდი
ქაღალდი მოთეთრო, დაწერილი ლურჯი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უΩვ (1778), ივნისის კდ (24)
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 29,2x16,8 cm.. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია თითო, ან ორ-ორი წერტილი", დედანი, ხეც, Hd 1383.
3. ოქმი - მეფის ბრძანება, განკარგულება; მეფის ბრძანება საჯაროდ გამოცემული, რომლითაც განისაზღვრებოდა ქალაქის გადასახადების წესრიგი, ან მოხელისთვის თანამდებობის წყალობა. კერძო პირთათვის დაწერილი საბუთი სხვადასხვა საკითხებზე ნებართვის გაცემის შესახებ.
4. მოქალაქე - იგულისხმებოდა თბილისში მცხოვრები ვაჭრები და ხელოსნები. ერეკლე II ხელს უწყობდა მოქალაქე ვაჭარ-ხელოსანთა უფლებრივ მდგომარეობას, რადგან მათ მიერ შექმნილი დოვლათი აძლიერებდა ქვეყნის ეკონიმიკას. 1770 წ. მეფე ერეკლემ დააკანონა მათთვის ხელსაყრელი საკუთრების ქალაქური წესი - უშვილოდ გარდაცვლილი მოქალაქის ქონება მეფეს აღარ მიჰქონდა, როგორც ეს ძველად იყო, არამედ მოქალაქის თუნდაც შორეულ მემკვიდრეს რჩებოდა.