ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

მოხსენება-არზა თბილისის მოქალაქეებისა ერეკლე II-ისადმი, ქალაქის გადაწვის გამო დაკარგული ქონების ნაწილის დაბრუნების და ახლობლების ტყვეობიდან დახსნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1796 წ. 1 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/70, გვ.21-22
მასალა

ქაღალდი მოყვითალო შავი ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონი  უპდ (1796), იანვრის ა (1)

ბეჭედი
შენიშვნა

1.  საბუთის დაზიანების გამო ოქმი დაკარგულია.

2. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

3. დედნის აღწერა გიორგი  ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 48x15,7  cm., დაწერილი მოთეთრო ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად  ადგილ-ადგილ ნახმარია  თითო და იშვიათად ორ-ორი წერტილი".

4. მოქალაქე - იგულისხმებოდა თბილისში მცხოვრები ვაჭრები და ხელოსნები. ერეკლე II ხელს უწყობდა მოქალაქე ვაჭარ-ხელოსანთა უფლებრივ მდგომარეობას, რადგან მათ მიერ შექმნილი დოვლათი აძლიერებდა ქვეყნის ეკონიმიკას. 1770 წ. მეფე ერეკლემ დააკანონა მათთვის ხელსაყრელი საკუთრების ქალაქური წესი - უშვილოდ გარდაცვლილი მოქალაქის ქონება მეფეს აღარ რჩებოდა, როგორც ეს ძველად იყო, არამედ მოქალაქის თუნდაც შორეული მემკვიდრე ისაკუთრებდა.