ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა აიდემურ ბებურიშვილის, ლომისციხისა და კუჭატანის მშენებლობზე მომუშავე გაქცეული სომეხი ყმებისდაბრუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ის ეშიკაღასბაშ დიმიტრისადმი, ყმების აყრისა და ადგილზე დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1780 წ. 6 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/60, გვ.15-16
მასალა

ქაღალდი მოთეთრო, დაწერილი ლურჯი და წითელი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

 ქორონიკონსა უΩჰ (1780), იანვრის ე (5) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 41/14,8 .. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის  ნიშანი ნახმარი არ არის".

3. ხეც, Hd13685.

4. ეშიკაღასბაში – (იგივე მანდათურთუხუცესი) მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ქარხნის) და  არმის (სასახლის).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი  XVII ს-ში შემოვიდა მეფე როსტომის დროს. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.