ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ზაალ გურამიშვილის, მისგან მიქელისშვილის გაქცევის მცდელობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მიქელისშვილისადმი, ბატონთან შერიგების ან ბატონთან ერთად სასამართლოში გამოცხადების შესახებ ახლავს 1780 წ. 11 თებერვლის ბრძანება ერეკლე II-ის მსაჯულებისადმი საქმის სამართლიანად გარჩევის და განაჩენის გამოტანის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1779 წ. 24 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/59, გვ.7-8
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩზ (1779), მაისის კდ (24).

ბეჭედი
შენიშვნა

1. ოქმს ახლავს 1780 წ. 11 თებერვლის ბრძანება ერეკლე II-ისა მსაჯულებისადმი საქმის  სამართლიანად გარჩევის და განაჩენის გამოტანის შესახებ.

2. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

3. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, დაზიანებული, 19,8x9,8 cm.. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ადგი-ადგილ  ნახმარია თითო ან ორ-ორი წერტილი", დედანი, ხეც, Hd 177.

4. გვიანდელი სათაური: ,,გურამისშვილი ზაალ თავის ყმას მიქელისშვილს უმსახურობას უჩივის“.