ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა [მდივნების]: სოლომონ და დიმიტრისადმი, ,,გაღმა სანადიროში“ ყმების დასახლების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1796 წ. 12 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/70, გვ.71-74
მასალა

მოყვითალო ქაღალდი, დაწერილი ფანქრით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
4
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპდ (1796), სექტემბრის ჱ (8)

დამტკიცება

გიორგი XII

ბეჭედი
გამოცემები
შენიშვნა

1. საბუთს ახლავს  ნუსხა სოფლებში შესაკრები და ,,გაღმა სანადიროში“ დასასახლებელი სამეფო ყმებისა.

2. ამონაწერი მეფის ბრძანებიდან: ,,ამ სიით სადაც სოფლებში ჩვენი ყმანი იდგნენ ახლავ უნდა მოემზადნენ, შაატყობინოთ  გაღმა სანადიროში უნდა დავასახლოთ ახლავ თავკაცათ უნდა გავიდნენ ის ალაგი ნახონ -  ხნან, თესონ ... თუ ვისთვისმე ამ სიის კაცი ან ჩვენ გვებოძებინოს და ან ასეთი საბუთი ჰქონდეს ვისმე, რომ სამართლით ვეღარ აუყრიდეთ, უნდა მოვიდეს და ჩვენ მოგვახსენონ და სამართალი მიეცემათ. მე სხვის ქრისტიანის კაცის უსამართლოთ საქონელი არას დროს არ გვინდა“.

3. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1933 წწ.-ში.

4. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი დაზიანებულია, დაკერებული; ზომა დედნის 34,7x13 cm, საკერებლით 39,7x13  cm. დაწერილი ლეგა ქაღალდზე, მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად  ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი".

5. დედანი, ხეც, Hd 10394.

6. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა