ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

წერილი-პირობით ერეკლე II-ისა ბატონიშვილ ფარნავაზისადმი საუფლისწულო მამულის სრულად მიცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1796 წ. 2 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/70, გვ.144
მასალა

მოყვითალო ქაღალდი, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უპდ (1796), ივნისის ბ (2) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. ამონარიდი წერილიდან:  ,,მერმე შენის მამულისთვის რომ სწუხარ, ჩვენ რომ დავბრუნდებით შენს წილს მამულს უცხოთ და კარგად გავარიგებთ და მოგცემთ. შენ რატომ გგონია რომ შენი წილი მამული სხვას შევაჭამოთ და შენ კი არ მოგცეთ ... როგორც შენს ძმებს მამულის წილი აქვსთ და უჭირავთ შენც ისრე მოგცეთ ... შენ რომ კიდეც მართლის გულით მეხვეწო, მაგრამ მე არ დაგიჯერებ რომ შენს ძმებს შენზედ მეტი მამული მივცე. ეს ჩემგან არ იქნება, გულდაჯერებული იყავ. მე ასეთი ნდომა და წადილი მაქვს რომ უკეთესიც მოგცე“.

2. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1933-1936 წწ.-ში.

3. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი,33,8 x 14,3  cm., დაწერილი ლეგა ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია თითო წერტილი".