ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მემაშიე ფარსადან მიღილაშვილის ქვრივისა, მისი ოჯახის წისქვილისა და ვენახის შემოსავლის მეზობლის მიერ მითვისების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა სურამის მოურავ [მურვანიშვილისადმი], საჩივრის გარიგების და ქვრივ-ობლებისთვის სარჩოს შენარჩუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1772 წ. 19 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/54, გვ.171
მასალა

ქაღალდი თეთრი, დაწერილი ლურჯი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩ (1772), ივნისის კთ (29). 

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი დაზიანებული  თავში, 20,2x17 cm.. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად რამდენიმე ადგილას ნახმარის ორ-ორი და სამ-სამი წერტილი", დედანი, ხეც, Hd 14947.

3. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.

4. მაშია - ფეხზე წამოსაცმელი, დასახვევი ფეხსაცმელებზე, რომელსაც მეფესთან სტუმრობის დროს ფეხზე იხდიდნენ.

5. მემაშიე - მოსამსახურე, რომლის  დანიშნულება იყო მაშიების ჩამორთმევა სტუმრებისათვის და კარებთან დაწყობა.