ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა იასაულ პა[ა]ტა მეითრისშვილისადმი, ბოლნისის ციხეში ორი თვის ვადით მეთოფეების გაგზავნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1755 წ. 11 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/52, გვ.86-87
მასალა

ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უმგ (1755), ივლისის იზ (17)

ბეჭედი
შენიშვნა

1. ბრძანებას ახლავს მეთოფეების ნუსხა.

2. ერთერთი მოხელე, რომელსაც დაევალა მეთოფის გამოყვანა იყო აუშტარი პაპა.

3. აუშტარი - მოხელე, რომელიც სასახლეს ამარაგებდა პროდუქტებით. მათ თავიანთი თავლიდარი ჰყავდათ. ისინი ვალდებულები იყვნენ ხარისხიანი პროდუქტები შეერჩიათ. აუშტარი პროდუქტით თუშმალს ამარაგებდა და პასუხისმგებელი იყო პროდუქტის ხარისხზე. დედოფალს საკუთარი აუშტარი ჰყავდა.

4. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით,  ზომა 448X150, კოდექსი, განკვეთილობის ნიშანად: წერტილი და ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ".

5. საბუთი  გადაწერა გიორგი ბოჭორიძემ 1930-1936 წწ.-ში.

6. დედანი, ხეც. Hd 4922.