ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა მესტუმრისა და მილახვარბაშ ნიკოლოზ აბაშიძისადმი დაკარგულ დათუა ცალქალამანიძის მოძებნის და დახსნისთვის საჭირო თანხის რაოდენობის დადგენის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1771 წ. 22 იანვარი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/54, გვ.135
მასალა

ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უნთ (1771), იანვრის კბ (22)   

ბეჭედი
შენიშვნა

1.  საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, დაზიანებული, 25,4X15,2 cm. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად  ნახმარია თითო წერტილი". დედანი, ხეც, Hd10893.  

3. მესტუმრე - იგივე მემანდარი/მეხმამდარი. მეფის კარის მოხელე. ექვემდებარებოდა ეშიკაღასბაშს.  ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემითXVII ს-ში მეფე როსტომმა მესტუმრეს მემანდარი უწოდა და მას შემდეგ საბუთებში ორივე ტერმინი გვხვდება ერთი და იგივე მნიშვნელობით. მესტუმრის  საზრუნავი  ძირითადად უცხო ქვეყნიდან ჩამოსულები სტუმრები იყვნენ. მათ მოვალეობას სტუმრებზე ზრუნვა, მათი გაცილება და გზაზე შესაფერისი დახმარების აღმოჩენა შეადგენდა. რადგან მესტუმრე უცხოელ სტუმრებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მის ფუნქციებში სამეფოს საგარეო ურთიერთობის საკითხების მოგვარებაც შედიოდა და ხშირად სხვა ქვეყნებშიც აგზავნიდნენ გარკვეული დავალების შესასრულებლად. მოხელე, რომელიც უძღვებოდა მეფის სტუმრებს, მესუფრე. იგი ღებულობდა საჩუქრებს სოფლებიდან, რომელიც იკრიფებოდა გამვლელი სტუმრების სასარგებლოდ: სოფლელები გამყოლს საჩუქარს აძლევდნენ იმისთვის, რომ გადასახდელებით ძალიან არ შეეწუხებინათ ისინი. ყველაზე დიდი შემოსავალი ასეთი გამყოლებისთვის იყო უკან დაბრუნებისას სტუმრისაგან მიღებული საჩუქარი. ყოფილა ორი მემანდარბაში და  და შვიდი მემანდარი. ზოგიერთ ცნობაში გიორგი XII-ის დროს მოხსენიებულია ორი მემანდარბაში და  და ოთხი მემანდარი

4. მილახვარი - სამხედრო მოხელე, სარდლის მოადგილე; სამხედრო უწყების ხელმძღვანელი. ეს სახელო ჩამოყალიბდა XVIII-ის  II ნახევარში. ისინი აგრეთვე ასრულებდნენ სამეფოს სამეურნეო-საფინანსო საქმეებს - ამ უწყების არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე არ გადაწყდებოდა მილახვრისა და მიშკარბაშის გარეშე.

5. მილახვარბაში მილახვრების უფროსი

6. მისკარბაში/მირიშქარი - სამეფო ნადირობის უფროსი, მთავარი ეგერი; XI-XII სს.-ში ეწოდებოდა მონადირეთუხუცესი. იგი ზოგჯერ სარდლის მოვალეობასაც ასრულებდა