ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი და წითელი მელნით
წერტილი ორგან
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი უΩვ (1778), თებერვლის კგ (23)
1. მინაწერი - ,,სათაური სხვა ხელით: გოგი ციცისშვილს კემუხტაშვილისაგან მამის სიკუდილი მოუხსენებია".
2. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
3. დედნის აღწერილობა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,, დედანი, 23,5X12,8 cm.. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი". ხეც. Hd 2843.
4. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა.
5. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
6. ქალაქი - ,,მრავალი შენობა შუკა-ბაზრებითუღთ; მოზღუდული გალავნით. წოდება თფილის ქალაქისა". სიტყვა ქალაქში ყოველთვის იგულისხმებოდა თბილისი