ქაღალდი
ქაღალდი მოყვითალო შავი დიაგონალური ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით
წერტილი ერთგან
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონს უოდ (1786) ნოემბრის კგ (23)
1. მინაწერი გიორგი ბოჭირიძის ხელი: გამოცემულია ნ. ბ.-ს (ნიკო ბერძენიშვილის) მიერ.
2. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
3. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 22,3X10,3, cm.,დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; გააანკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი".
4. დედანი, ხეც, Hd 2972.
5. ეშიკაღასბაში – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა განაჩენების სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტული ყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის (ორი) და არმის (ორი). ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი და თალიში.
6. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო. საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მiჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც.
7. ყაფიჩი (ოსმ.) - მცველი, მეკარე, საპოლიციო აპარატის ხელჯოხიანი დაბალი ჩინის მოხელე (პოლიციელი), ისევე როგორც იასაული, მხოლოდ უფრო მაღალი რანგის. მას სასახლის დაცვა ევალებოდა. ექვემდებარება ეშიკაღასბაშსა და ბოქაულთუხუცესს. მისი ფუნქცია საპოლიციო ადმინისტრაციული ხასიათისაა. ისინი მეფისა და მისი დარბაზის მცველები არიან. გარდა ამისა მათ ევალებოდათ გადაწყვეტილების და განაჩენების სისრულეში მოყვანა. ყოფილა ერთი ყაფიჩიბაში და 15 ყაფიჩი. ზოგიერთი ცნობით კი 26 .
8. თალიში - საბა-სულხან ორბელიანის განმარტებით მტარვალს ნიშნავს.ისინი სასახლის დაცვაში მონაწილეობდნენ ყაფიჩებთან ერთად.