ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

წერილი ერეკლე II-ისა თოვანქჩი აღასი ზაალის და ნაიბეშიკაღასბაშ ქაიხოსრო [ორბელიანებისადმი], თავრიზიდან მოსული ჩაფრის და ბაბა ხანის ქოჩების მეფესთან გაგზავნის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1750 წ. 15 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/52, გვ. 56-57
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი ლურჯი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში. 

მითითებული თარიღი

 ქორონიკონი ულჱ (1750), მაისის იე (15).

ბეჭედი
შენიშვნა

1. გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 28/15, დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით, განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ  ნახმარია თითო წერტილი", დედანი, ხეც, Hd9432.

3. ნაიბეშიკაღასბაში - ეშიკაღასბაშის მოადგილე. ეშიკაღასბაშს რამდენიმე მოადგილე ჰყავდა.

4. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.