ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა უზბაშ ზურაბ ფალავანდიშვილისა, მუხურსა და ავნევში მდებარე მამულების წართმევის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ბატონიშვილ იულონისადმი, ამილახვრის თანდასწრებით საქმის სამართლიანად გარჩევის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1797 წ. 19 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/71, გვ.29
მასალა

ქაღალდი ღია ყავისფერი, დაწერილი ლურჯი მელნით; რამდენიმე სიტყვა წითელი ფანქრით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრულად, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპე (1797), აპრილის ით (19)

დამტკიცება

ამტკიცებს ერეკლე II

ბეჭედი
გამოცემები

ისიდორე დოლიძე, ქართულისამართლის ძეგლები, ტ.VIII, 1985 წ.  გვ. 416

შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, ზომა 17,4X10,3, დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად რამდენიმე ადგილას ნახმარია თითო, ორ-ორი ან სამ-სამი წერტილი. დაწერილია ლურჯი მელნით , რამდენიმე სიტყვა წითელი ფანქრით".

3. უზბაში (თურქ.) - ასისთავი, ასეულის უფროს; იგი მინბაშის ხელქვეითი მოხელე და  სამხედრო უწყებას ეკუთვნოდა.     XVII ს-ში მეფის მცვეთა რაზმის უფროსი საქართველოში ყოფილა  სამი უზბაში. თითოეულ მათგანს ორმოცი მეთოფე ჰყოლია. XVIII ს-ში ერეკლე II-ის დროს ფუნქცია შეეცვალა და ჯარის ასეულის უფროსი გახდა. მის მოვალეობას შეადგენდა ჯარისკაცების წესრიგზე  ზრუნვა. საბუთებში გვხვდება როგორც უზბაში ისე ასისთავი