ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ოქმი ერეკლე II-ისა თუშთ მოურავ დურმიშხან [ჩოლოყაშვილისადმი], თუშეთის უსაფრთხოების გამო წოვათსა და გომეწარში ყარაულების დაყენების და მორიგეში დაკლებული ხალხის დასჯის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1797 წ. 13 ნოემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/71, გვ.162
მასალა

მოყვითალო ქაღალდი, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ერთგან

მდგომარეობა

სრული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპე (1797), გიორგობისთვის იგ (ნოემბრის 13) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. საბუთოი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წლებში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: "დედანი, 20,2X10,3 cm. დაწერილი მოლურჯო-ლეგა ქაღალდზე მხედრული ხელით, განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი", დედანი, ხეც, Hd2894.

4. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.