ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი ლურჯი მელნით
მოღწეულია სრულად, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უობ (1784), თებერვლის ჰ (8)
ერეკლე II
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1933-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, ზომა 50,3X25,2, დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ნახმარია თითო წერტილი ადგილ-ადგილ\'.
3. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი. ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ
4. დედანი, ხეც, Hd 10586