ქაღალდი
მოყვითალო ქაღალდი წითელი და ლურჯი ჰორიზონტალური ხაზებით, დაწერილი ლურჯი მელნით
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უΩთ (1781)
ბატონიშვილი გიორგი
1. წყალობის წიგნში მითითებულია ნაცვლობის სარგოს სახეობები და რაოდენობა.
2. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
3. დედნის აღწერ გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, დაზიანებული (მარცხენა გვერდი ნადგილ-ადგილ გამოგლეჯილია, ნაწერი ნაწილობრივ მიმქრალია). 79,3x25,7 cm.. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით, განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია თითო წერტილი".
4. ახლავს მინაწერი საბუთის ტექსტის დასაწყისში: ,,დედანი ეკუთვნის ს. მაღაროს მცხოვრებ ალექსანდრე დავითის ძე ნაცვლიშვილს. (დღეს ტფილისის მცხოვრებია: რეუტოვის, ახლა მერკვილაძის ქ. N35)“.
5. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას; სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.
6. სარგო - მნეთა სარგებელი; შემოსავალი, შესამატი.