ქაღალდი
ყვითელი ქაღალდი, დაწერილი ლურჯი მელნით
წერტილი ერთან, მძიმე სამგან
სრული
ქორონიკონს უპდ (1796), ოქტომბრის დ (4)
ამტკიცებს 1798 წ. 19 ივნისს გიორგი XII
1. დოკუმენტი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში;
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: დედანი, 43,2x27,3 cm., დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი";
3. დედანი, ხეც, Hd 4765.
4. ვაზირი/ვეზირი (არაბ. სპარს.) - ეს ტერმინი არაბებისგან შემოვიდა XII ს-ის საქართველოში და მას ხელისუფალთა შორის პირველი ადგილი ეჭირა. ,,ვაზირი" ქართულად მინისტრთა საზოგადო სახელად იქცა და არაბთა სახალიფოსგან განსხვავებით, სადაც ხალიფას მხოლოდ ერთი ვაზირი ჰყავდა, საქართველოში რამდენიმე ვაზირი ყოფილა. თამარ მეფის დროს ოთხი ვაზირი ყოფილა: მწიგნობართუხუცესი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი. მას შემდეგ კი როცა თამარ მეფემ ათაბაგობა შემოიღო, ვაზირების რაოდენობა ხუთი გახდა. ხოლო რუსუდანის მეფობის (1223-1245 წწ.) დროს მათი რაოდენობა ექვსი ყოფილა. უპირველესი ვაზირი მწიგნობართუხუცესი იყო, რომელსაც ემორჩილებოდნენ დანარჩენი ვაზირები. შემდეგ იყვნენ ,,სამნი ვაზირნი" - ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი. მათ მოჰყვებოდნენ ოდნავ მცირედი რანგით ,,ვაზირნი ორნი" - მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. ,,ვაზირობა“ საქმის გარჩევას ნიშნავს.
5. მუსტაფი/მუსტოფი (არაბ) - პირობის წერილის დამამტკიცებელი ბეჭდით. საბუთზე ბეჭდის დამსმელი; ანგარიშების დამწერი მთავარი მოხელე; მდივანთა უფროსი. მუსტოფის მოვალეობას ,,ციხის მეთოფეთა“ აღწერაც ევალებოდათ. გაზაფხულზე მეჯოგესთან და ჩარფა ნაზირთან ერთად კვიცების აღწერა და დადაღვა ევალებოდა. მას მორდარის მსგავსად საბუთებიც უნდა დაებეჭდა. მეფის მეურნეობის ყველა დარგის შესახებ ანგარიშს აწარმოებდა და შექონდა თავის დავთარში.