ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ლურჯი მელნით
სრული
ქორონიკონს უოგ (1785), აგვისტოს გ (3)
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1933 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 23,2x19,8 cm., დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია თითო წერტილი".
3. გვიანდელი სათაური - ,,გარსევანიშვილების ოქმია მამულების ღალისა“.
4. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე. საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე მისატანად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულებად გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც .
5. ღალა (არაბ. ღალალ) - პურეულის, ყანის მოსავლის ნაწილის გადასახადი მიწის სარგებლობისთვის მიწათმფლობელისათვის .
6. დედანი, ხეც, Hd 158