ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

მოურავობის წყალობის წიგნი ბატონიშვილ ლეონისა მილახვარ შანშე დავითაშვილისადმი, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ

საუკუნე
XVIII
წელი
1780 წ. 27 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/60, გვ.25-26
მასალა

ქაღალდი მოყავისფერო, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩჰ  (1780), მაისის კზ  (27)

დამტკიცება

ერეკლე II, დედოფალი დარეჯანი, ბატონიშვილები: ლეონი, გიორგი, იულონი, მირიანი, ვახტანგი   

ბეჭედი
გამოცემები
შენიშვნა

1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1933-1936 წწ.-ში.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, დაზიანებული, დახეული თავში, ზომა 31,3X16,3, დაწერილი თეთრ  ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო  წერტილი  თუ მძიმე".

3. დედანი, ხეც, Hd 1769.

4. მილახვარი - სამხედრო მოხელე, სარდლის მოადგილე, სამხედრო უწყების ხელმძღვანელი. ეს სახელო ჩამოყალიბდა XVIII-ის  II ნახევარში. ისინი აგრეთვე ასრულებდნენ სამეფოს სამეურნეო-საფინანსო საქმეებში - ამ უწყების არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე არ გადაწყდებოდა მილახვრისა და მიშკარბაშის გარეშე.

5. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი. ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ.