ქაღალდი
ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი ფანქრით.
წერტილი ერთგან.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონი უΩზ (1779), იანვრის დ (4).
1. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.
2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი დაზიანებული, 21,5x11,2 cm.. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია ორ-ორი წერტილი", დედანი, ხეც, Qd 934.
3. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა.
4. დღიური - მიწის საზომი ერთეული; იზომებოდა ერთ დღეში დამუშავებელი მიწის ფართობით.
5. ღალა (არაბ. ღალალ) - პურეულის, ყანის მოსავლის ნაწილის გადასახადი მიწის სარგებლობისთვის მიწათმფლობელისათვის.