ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბატონ-ყმობის წესების დაცვის პირობის წიგნი ჯიმშიტაშვილებისა სახლთუხუცეს-მილახვარ ქაიხოსრო ჩოლაყაშვილისადმი დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ

საუკუნე
XVIII
წელი
1783 წ. 9 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/63, გვ.21-22
მასალა

ქაღალდი მონაცრისფერო, დაწერილი ლურჯი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრულად, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უოა (1783); ივნისის თ (9)   

დამტკიცება

ამტკიცებენ: ერეკლე II, ქიზიყის მოურავი რევაზი, ეშიკაღასბაში გარსევანი, თუშთმოურავი დურმიშხანი, ნაზირი იოანე, ეშიკაღასბაში ჯარდანი, მოლარეთუხუცესი  შიოში, დიამბეგი ოტია, ფარეშთუხუცესი გივი ნათანლისშვილი

ბეჭედი
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. მინაწერი - ,,ამ ზემო ნაწერისა ყაბული ვარ მე გიორგი ჯიმშიტაშვილი, შავიძლებ კულიხითა და კოდისპურით გმსახურო, შამეძლოს  მსახურათ გიახლოთ“.

2. საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1933-1936 წწ.-ში.

3. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ:  ,,დედანი, ზომა 65X24,5, დაწერილი თეთრ  ქაღალდზე მხედრული ხელით. განკვეთილობის ნიშნად ადგილ-ადგილ ნახმარია თითო წერტილი".

4. დედანი, ხეც, Hd2834

5. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან

6. მილახვარი - ამილახვრის (სარდლის) მოადგილე; სამხედრო უწყების მაღალი ჩინის მოხელე. მილახვრის  თანამდებობა XVIII ს-ში შემოვიდა მეფე თეიმურაზ II-ის დროს.  იგი საპატიო და გავლენიანი თანამდებობა იყო. მილახვარი სასამართლო საქმეების გარჩევაშიც იღებს მონაწილეობას და ზოგჯერ სამეურნეო ხასიათის ფუნქციასაც ასრულებდა