ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

წერილი ერეკლე II-ისა ბატონიშვილ ფარნავაზისადმი გურჯაანიდან და კაკაბეთიდან ჯარში ქუდზე კაცის გამოყვანის და ურჩობის შემთხვევაში დასჯის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1797 წ. 30 სექტემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/71, გვ.101-102
მასალა

მოყვითალო ქაღალდი, დაწერილი ლურჯი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ორგან

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპე (1797), სექტემბრის ლ (30) .

ბეჭედი
შენიშვნა

1. ამონარიდები მეფის წერილიდან: ,,რომელიც ჯარის კაცი დაგაკლდეს და ან ურჩობა რამ მოინდომოს ავად მოეპყარ...“ ; ,,კალაურს  ზეითი კაცი ვინც იყოს ულუფას ნუ დააკლებ, მიეც და კალაურს ქვეითს კაცს კი ახლო აქვს სახლი, თითონ მოიტანონ თავიანთ საგძალი".

2. მინაწერი: ქ. ღ(მრ)ით ჩვენს შვილს ფარ[ნაოზს] მიუიდეს, ქისიყს".

3. დოკუმენტი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.-ში.

4. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, დაზიანებული თავში, 19,7x19  cm.. დაწერილი მოლურჯო ქაღალდზე მხედრული ხელით; განკვეთილობის ნიშნად  ნახმარია თითო წერტილი",  ხეც.დედანი. ე 758/8 A