ქაღალდი
ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი ლურჯი მელნით.
წერტილი ადგილ ადგილ.
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.
ქორონიკონი უΩდ (1776), ოქტომბრის იგ (13).
ერეკლე II, მდივანბეგები - იოანე ორბელიანი, თეიმურაზ ციციშვილი, მოურავი იესე ამილახვრისშვილი, მდივანი იოსები.
ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. IV, 1972 წ. გვ.647
ვახტანგ VI-ის სამართლის მიხედვით: ,,წყლის გატარებას ვერას ალაგს ვერ დაუშლის, ვერც საყდარში, ვერც ზვარში და ვერც ხოდაბუნში …არას უშლის".
საბუთი გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1933-1936 წწ.-ში.
პირი აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,პირი, დაწერილი ლურჯ ქაღალდზე მხედრული ხელით. ზომა 21,5X17,2, განკვეთილობის ნიშანი ნახმარი არ არის", ხეც, Hd 4235.
მდივანბეგი (თურქ. სპარს.) - სამეფოს უმაღლესი მსაჯული; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.
მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.