ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ზაალ დავითიშვილისა, თეიმურაზ ციციშვილის მიერ ვალის გამო უსამართლოდ წართმეული ქონების დაბრუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ის იასაულ ციციშვილისადმი, ქონების ნაწილის ვალში გადახდის და დანარჩენის პატრონისთვის დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1762 წ. 26 თებერვალი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/53, გვ.5-6
მასალა

ქაღალდი თეთრი, დაწერილი ლურჯი მელნით.

ფორმა
კოდექსი
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში. 

მითითებული თარიღი

 ქორონიკონი უნ (1762), თებერვლის კვ (26).

ბეჭედი
შენიშვნა

1. გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.

2. დედნის აღწერა გიორგი ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, დაზიანებული ზომა 242X162. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით, განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია ორ-ორი, ან  სამ-სამი წერტილი". ხეც. Hd779.

3. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.