ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ბანდა პაატასი, წართმეული მეაქლემეს შვილის დაბრუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა, მომჩივანის სასამართლოში მიყვანისა და მეფის თანდასწრებით საქმის გარჩევის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1761 წ.19 მაისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1753/52, გვ.109
მასალა

ქაღალდი თეთრი, დაწერილი ლურჯი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში.

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უმთ (1761), მაისის ით (19).

ბეჭედი
შენიშვნა

1. ბანდა - მონა. დიდი მოხელეების და თავადების მიმართვა მეფისადმი.

2. გადაწერილია გიორგი ბოჭორიძის მიერ 1930-1936 წწ.

3. დედნის აღწერა გ. ბოჭორიძის მიერ: ,,დედანი, 21,2X16,8. დაწერილი თეთრ ქაღალდზე მხედრული ხელით;  განკვეთილობის ნიშნად ყოველი სიტყვის შემდეგ ნახმარია ორ-ორი წერტილი", დედანი, ხეც, Hd10389.