ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

იესე ოსეს ძე [ბარათაშვილი], მსაჯული

ინფორმაცია
სახელი:
იესე ოსეს ძე [ბარათაშვილი], მსაჯული
სხვა სახელი:
იესე ოსეს შვილი,იესე ოსეს ძე

აღწერა:

მეფის კარის მდივანმწიგნობარი; მდივანბეგი/მსაჯული იესე ოსეს ძე ბარათაშვილი (ოსეშვილი) (დ. 10 ოქტომბერი, 1728 — გ. 11 აგვისტო, 1786) — ქართველი მწერალი, ქართლ-კახეთის სამეფოს მდივანბეგი.

ბარათაშვილის მამა — დეკანოზი ოსე (გვარად მიქაძე) სიონის ეკლესიის მღვდელი იყო. 1750-იდან ისე თეიმურაზ II-ის მეუღლის — ანახანუმის მდივანია, შემდეგ - მოლარეთუხუცესი. 1758 ამ თანამდებობიდან გადააყენეს და დატოვეს კალიგრაფ-მდივნად. 1762 ერეკლე II-მ სამეფო მდივნის თანამდებობა უბოძა, ხოლო 1764 წლის 25 ივნისს - თავადობა და ბარათაშვილის გვარი. შემდეგ მოღალატე თავადებთან კავშირი დასწამეს და 1776 მდივნობიდან გადააყენეს, წაართვეს თავადობა, მამული, ყმები და ტფილელის ყმად აქციეს. 1777 დარეჯან დედოფლის მხარდაჭერით ისევ მდივანბეგად დანიშნეს. ახალციხეში მიმავალი ბარათაშვილი გზაში ლეკებმა მოკლეს.

წყარო:

1760  წ. 21 ივლისი. არზა იესე ოსესშვილისა კახეთის სოფლებში გაფანტული ნაყიდი ყმების მოგროვებისა და მისთვის დაბრუნების შესახებ. ოქმი ერეკლე II-ისა ქაიხოსრო ნაზირისშვილისადმი, მომჩივანის ყმების მოგროვებისა და პატრონისთვის ჩაბარების შესახებ, ფ.1450, 26/43; 40rv.

ციტირება

იესე ოსეს ძე [ბარათაშვილი], მსაჯული. ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2018. წვდომის თარიღი:

დაკავშირებული დოკუმენტები