ქაღალდი
ქაღალდი მოყვითალო, დაწერილი შავი მელნით
წერტილი და მძიმე ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული
ჩღპბ, თებერვლის იჰ (18), ქორონიკონს უო (1782),
ერეკლე II, ბატონიშვილები - ვახტანგი, გიორგი, იულონი, მირიანი, დედოფალი დარეჯანი, ქიზიყის მოურავი რევაზი, ქალაქის მოურავი დავითი, მდივანბეგები - ქაიხოსრო, მზეჭაბუკი, ეშიკაღასბაში გარსევანი, ყორიასაულბაში ზაზა, მსაჯული იესე
1. მილახვარი - სამხედრო მოხელე, სარდლის მოადგილე; სამხედრო უწყების ხელმძღვანელი. ეს სახელო ჩამოყალიბდა XVIII-ის II ნახევარში. ისინი აგრეთვე ასრულებდნენ სამეფოს სამეურნეო-საფინანსო საქმეებში - ამ უწყების არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე არ გადაწყდებოდა მილახვრისა და მიშკარბაშის გარეშე.
2. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი - მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.
3. პირობის წიგნი - რაიმე დადებული პირობის აღმნუსხველი საბუთი. XVIII ს-ში გამონაკლისის სახით პირობის მაგიერ იხმარებოდა სპარსული ტერმინი ,,შართლამის (პირობა) წიგნი". მაგ. დედოფალ დარეჯანის მიერ 1796 წ. სამღებროს მოიჯარადრისთვის გაცემული პირობა - ,,ესე შართლამის წიგნი გიბოძეთ ...".