ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბეითალმანი ცხრა დღის მიწის წყალობის წიგნი ერეკლე II-ისა მთიელთა მოურავ საამ კობიაშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1761წ. 2 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 45/74, 37v
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უმთ (1761), ოქტომბრის ბ(2)

ბეჭედი
დამწერი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსული ადმინისტრაციის მიერ 1821წ. 14 იანვარს, სოვეტნიკი დიმიტრი თარხანოვი.

2. მინაწერი: ,,წერილი მივიღეთ სოლომონმა და ზაქარია კობიევებმა".

3. ბეითალმანი (არაბ) - ამოვარდნილი, უპატრონო ადგილი, სახლ-კარი; უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული.

4. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.