ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ოჰანეზ შერმაზანაშვილისა, გარდაცვლილ ამხანაგის მიერ გაყიდული საქონლის გადასახადის უსაფუძვლოდ მოთხოვნის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა რევაზ ამილახორისა და მდივანბეგებისადმი, საჩივრის სასამართლოში გარჩევის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1785 წ. 30 ივლისი
ტექსტის მატარებელი

ქართული

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/431
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
94; 120
მასალა

 ჭვირნიშნიანი ქაღალდი ღია ყავისფერი, შესრულებული ყავისფერი და შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
 260X149; რესტავრირებული: 282X175
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ

მდგომარეობა

 რესტავრირებული

მითითებული თარიღი

 ქორონიკონს უოგ (1785), მკათათვის ლ (ივლისის 30)

დამტკიცება

ბეჭდით ამტკიცებენ  მდივანბეგები: იესე ოსეს ძე [ბარათაშვილი], თეიმურაზ ციციშვილი, მდივანი სულხან თუმანიშვილი

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ.V, 1974 წ.  გვ.312-313

შენიშვნა

1. ამხანაგი - მეწილე ვაჭრობაში; ამქარის/ამხანაგობის (რომელიმე ხელობის ოსტატ-ხელოსანთა გაერთიანება) წევრი.

2.  მდივანბეგების განაჩენით  ვალის გადახდა დაეკისრა რუსეთში წასულ  ამხანაგის დისშვილს.

3. მდივანბეგი (თურქ. სპარს.) -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული, სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა.

4. ჭვირნიშანი, წყლის ნიშანი, ფილიგრანი — გამჭვირვალე გამოსახულება - მოხატულობა ან ტექსტი ქაღალდზე, რომელიც ჩანს მხოლოდ სინათლეზე გახედვისას; კეთდება ქაღალდის წარმოების პროცესში  ქაღალდის სველ ტილოზე ეგუტერის ან მრგვალბადიანი მანქანის ცილინდრების მეშვეობით. ჭვირნიშანი აღმოცენდა ევროპაში იმ პერიოდში, როდესაც ქაღალდის წარმოებამ სავაჭრო-სასაქონლო მნიშვნელობა მოიპოვა. პირველად იგი ქაღალდის იტალიურ ნაწარმზე გაჩნდა XIII ს-ის ბოლოს. ამ ნიშნის მიხედვით ხდებოდა ხელოსნის შრომის ანაზღაურება. ევროპული წარმოების ქაღალდი ჭვირნიშნიანი იყო XIX ს-ის ბოლომდე. ევროპულისაგან განსხვავებით, აღმოსავლური წარმოების ქაღალდს ჭვირნიშანი არ ჰქონია.

ქართული ტერმინი „ჭვირნიშანი“ ივანე ჯავახიშვილმა შემოიღო. ქართული ხელნაწერების ჭვირნიშნებს პირველმა ექვთიმე თაყაიშვილმა მიაქცია ყურადღება. ქართულ წერილობით ძეგლებში ჭვირნიშანი XIV ს-ის დამდეგიდან გვხვდება, ქაღალდი ვენეციიდან შემოჰქონდათ. XV-XVI სს-ის მიჯნაზე აღმოსავლური წარმოების ქაღალდი საქართველოში გაქრა და ევროპული ჭვირნიშნიანი ქაღალდი გაბატონდა. თუ ძველად ჭვირნიშანს სავაჭრო-სასაქონლო ღირებულება ჰქონდა, თანდათანობით მან შეიძინა სამეცნიერო და დამცავი დატვირთვა: ჭვირნიშნით არკვევენ ძველი ქაღალდის სადაურობას და ათარიღებენ უთარიღო ძველ დოკუმენტაციასა და წიგნებს, ყალბისაგან ანსხვავებენ ნამდვილ ფულს, ფასიან ქაღალდებს, საბუთებს, მარკებს და ა. შ. ზოგჯერ მისი დანიშნულება მხოლოდ ქაღალდის გალამაზებაც არის.