ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა იესე ოსეს ძე [ბარათაშვილისა], გავაზში ნაყიდი და გაქცეული ყმის დაბრუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა მდივან ოთარისადმი, ყმის აყრისა და მომჩივანისთვის გადაცემის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1764 წ. 1 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
შიფრი
1450, 26/46, 43rv
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
293X163
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი უნბ (1764), მარტის ა (1)

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 25 იანვარს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

2. მინაწერი: ,,ნამდვილი წერილი მივიღე, მსაჯულის შვილი დავით ბარათოვი.

3. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში.  მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა.