ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

განაჩენი მდივანბეგებისა, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ, ქალაქის მოურავ დავით ციციშვილისა და მისი სახლიკაცების ყმა-მამულის გარიგების საქმეზე

საუკუნე
XVIII
წელი
1780 წ. 27 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/874
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
430X167
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

რესტავრირებული

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უჲჰ (1780), ივნისის კზ (27)

დამტკიცება

 მდივანბეგები: თეიმურაზ ციციშვილი და იესე ოსეს ძე ბარათაშვილი; მდივანი სულხანი  და ნაიბ ეშიკაღასბაშ-ყორიასაულბაში ზაზა თარხნიშვილი

ხელრთვა
ბეჭედი
გამოცემები

ისიდორე დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. V, 1974 წ. გვ.116-119.

შენიშვნა

1. მოურავი  - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი  მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში  ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა  სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38  მოურავი იყო   და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი 

2. მდივანბეგი -  სამეფოს უმაღლესი მსაჯული, უფროსი მოსამართლე; სასამართლოს თავმჯდომარე მეფის მუდმივი მოსამართლე; მსაჯულთუხუცესი. ირანში უმაღლესი მოსამართლე. მრჩეველი. პირველად იყვნენ ცოტანი, XVIII ს.ში ოცდაათს გადააჭარბა