ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა სარდალ-სახლთუხუცეს დავითისადმი, მსაჯულ იესე [ბარათაშვილისთვის] დიღომში ოცი დღის მიწის გამოყოფის შესახებ, 1779 წ. 23 აპრილს შედგენილი მიწების ნუსხის მიხედვით

საუკუნე
XVIII
წელი
1780 წ. 21 ოქტომბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 26/36, 35r-37r
მასალა

ნაცრისფერი ქაღალდი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
3
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უჲჰ (1780), ოქტომბრის კა (21)

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ, სოვეტნიკი, 1821 წ. 15 იანვარს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

2. მინაწერი:,, ნამდვილი წერილი მივიღე, თ(ავად)ი მსაჯულის შვილი დავით ბარათოვი.

3. სახლთუხუცესი -  იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან

4. სარდარი/სარდალი - სამხედრო მოხელე, მხედართმთავარი