ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე ჯორჯაძე, ენისელთმოურავის ძე, მოღვაწეობდა 1736-1787 წწ.-ში 1736-1763 წწ. დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი; 1740-1751 წწ. ნეკრესელი (ნეკრესის მიტროპოლიტი); 1751-1763წწ. ბოდბელი (ბოდბის ეპისკოპოსი). მღვდელმთავრობის დროს დავით გარეჯის მონასტერში ცხოვრობდა. 1751 წელს ბოდბეში გადავიდა. მონაწილეობდა ერეკლე II-ის მიერ თბილისში გამართული საეკლესიო კრების (1748 წ.) მუშაობაში, რომელმაც მიიღო კანონები მღვდელმსახურებისა და სარწმუნოების ნორმების დაცვის შესახებ. ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი.
პოლიევქტოს კარბელაშვილი, ეკლესიის მღვდელმთავართა სია 318-1816 წწ.-ში, ფ.1461/17; 44v, 1892-1894 წწ. ავტოგრაფი.
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ., გვ.9.
1742 წ. 5 ივნისი. წისქვილის შეწირულობის წიგნი ბატონიშვილ ერეკლესი წმიდა დოდოს მონასტრისადმი, ფ.1449/2159.
იოანე ჯორჯაძე, ბოდბელი/ნეკრესელი. ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2018. წვდომის თარიღი: