ქაღალდი
ქაღალდი თეთრი, დაწერილი შავი მელნით
ორი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონი ულ (1742), ივნისის ე (5)
1. სარგის კაკაბაძეს მითითებული აქვს საბუთის დედნის ზომა: 43x191/2.
2. ექსცერპტი, ფ. 1451, წიგნი 1/1, გვ.162v, დოდოს მონასტერი; გატარებული 1818 წ. სინოდის კანტორის სარეგისტრაციო წიგნში.
3. ბატონიშვილმა ერეკლემ გამოისყიდა საგარეჯოს ნაცვალ პაპუასაგან ნახევარი წისქვილი (მეორე ნახევარი ეკუთვნოდა წმიდა დოდოს მონასტერს) და შეწირა დოდოს მონასტერს.
4. ნაცვალი - მოხელე, ვისიმე მოადგილე. ნაცვლებად მცირე შეძლების აზნაურები ინიშნებოდნენ. ისინი მეთვალყურეობას უწევდნენ ქალაქში წესრიგის დაცვას; სოფლად - მოურავის მოადგილე. ამასთანავე ევალებოდათ უცხო ქვეყნებში წამსვლელ-მომსვლელთა თვალის მიდევნება, რის შესახებაც ყოველდღიურ ანგარიშს აბარებდა მოურავს. გარდა ამისა ევალებოდა ვაჭრების მიერ ვაჭრობის წესების დაცვის მეთვალყურეობა. იგი წესრიგს ამყარებდა დოღისა და საერთოდ საზოგადოებრივი გართობის ადგილებში. მას ზომები უნდა მიეღო ხანძრისა და ეპიდემიების შემთხვევაში.
5. წისქვილი - ძლიერი სოფლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი, უკვე XII ს-დან. წისქვილი განსაზღვრავდა სოფლის ეკონომიკურ სიძლიერეს. დიდ სოფლებში ზოგჯერ ორი ან სამი წისქვილი იყო და რამდენიმე სოფელს ემსახურებოდა. ამიტომ მეწისქვილეობა რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობა იყო და იგი მეტწილად თავისუფლდებოდა საფეოდალო და საეკლესიო გადასახადებისგან. სოფლის გაყიდვის ან შეწირვის შემთხვევაში, სათანადო საბუთში წისქვილი აუცილებლად აღინიშნებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მდინარე მტკვარზე გამართულ წისქვილებს.