დიდუბე — თბილისის ერთ-ერთი უბანი, ქალაქის ტერიტორიული ნაწილი 1870-იანი წლებიდან. მდებარეობს მდინარე მტკვრის ნაპირის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე, მოიცავს წერეთლის გამზირს და მის მიმდებარე ქუჩებს. წარმოდგა სახელწოდებიდან „დიდი დუბე“ ე. ი. დიდი ვაკე, დაცემული ადგილი. ამ მიდამოების უძველესი სახელწოდებაა „ცხენის ტერფი“ (V ს.) რაც შეეხება დიდუბეს ეს ტოპონიმი XI-XII საუკუნეების წყაროებში გაჩნდა და ნიშნავს დიდ უბეს, ანუ ვაკეს, დაბლობ ადგილს. იგი შემდეგში, გვიან საუკუნეებამდე საკუთარი სახელის მნიშვნელობით აღარ გვხვდება. სიგელ-გურჯებში იხსენიება მხოლოდ დუბედ (დაბალ ადგილად)
ქართლის ცხოვრების თანახმად, დიდუბეში იყო მეფის საზაფხულო რეზიდენცია, სწორედ აქ 1188 წელს იქორწინა მეფეთა-მეფე თამარმა, დავით-სოსლან ჯადარონის ძე ბაგრატიონ ეფრემისძეზე. XII საუკუნეში დიდუბე სამეფო დომენი იყო. აქ იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია.
დიდუბეში არაგვიდან გამოყვანილი იყო რუ, რომელიც წყალს აწვდიდა მეფის ხოდაბუნებსა და ზვრებს. შემდგომ საუკუნეებში დიდუბე გაუკაცრიელდა.
XVII საუკუნეში, ვახტანგ V-ის მეფობის დროს, დიდუბეში კვლავ გაჩნდა მოსახლეობა. ამავე პერიოდში აქ ავჭალიდან რუ გამოიყვანეს. XVII-XVIII საუკუნეებში იგი ქალაქპირა სოფელი იყო და თბილისს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას აწვდიდა. გერმანელი მეცნიერისა და მოგზაურის ი. ა. გიულდენშტედტის მიერ შედგენილ რუკაზე (1772) აღნიშნულია დიდუბის ციხე-გალავნის ნანგრევები. XIX საუკუნის დასაწყისში შედგენილი თბილისის გეგმის მიხედვით, დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა, ავჭალიდან გამოყვანილი რუ და მტკვრიდან გამოყვანილი ე. წ. „ბაღის არხი“.
ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია
1778 წ. 2 მაისი; ფ. 1461, 8/21, გვ.9-10r
დიდუბე. ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2018. წვდომის თარიღი: