ეტრატი
ეტრატი მოთეთრო, დაწერილი შავი მელნით
ორი წერტილი, მძიმე, წერტილ-მძიმე ადგილ-ადგილ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უკჰ (1740), ქრისტეს განხორციელებიდან ჩღმ (1740)
ერეკლე II, თეიმურაზ II
საქართველოს სიძველენი, ტ.III, გვ.453-456
1. ტარუღა (სპარს. ზედამხედველი) - მოსამართლე, მსაჯული; ქალაქის უფროსი ტარუღა - მოხელე, რომელიც აწესრიგებს სურსათის გაყიდვას ბაზარში. ქალაქის უფროსი პოლიცმაისტერი.
2. ქალანთარი(სპარს.) - ქალაქის უფროსი, მოურავი, მელიქი, ეს თანამდებობა XVII-ის ორმოციან წლებში შემოიღეს, ევალებოდათ ქართლ-კახეთში გადასახადების გაწერა და შეგროვება.
3. ქალაქი - ,,მრავალი შენობა შუკა-ბაზრებითუღთ; მოზღუდული გალავნით. წოდება თფილის ქალაქისა. სიტყვა ქალაქში ყოველთვის იგულისხმებოდა თბილისი“.
4. ეშიკაღასბაში არმის - (არამი, არამხანა - საჯალაბო, ჯალაბის სადგომი სახლი). სასახლის საქმეების მომწესრიგებელი. არმის ეშიკაღასბაში გარდა სასახლის დაცვისა მის სამეურნეო საკითხებსაც აწესრიგებდა. ყოფილა ორი არმის ეშიკაღასბაში - ქართლის და კახეთის. ქართლის არმის ეშიაღასბაშის მოვალეობა იყო სასახლის სამსახური წესრიგის დაცვის გარდა სასახლის იასაულების ხელმძღვანელობა და მათი სათანადო გაწვრთნა.
5. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი. აღა - ბატონი, ბაში - თავი) – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი. ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და არმის/სასახლის (ორი). ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი. ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.
4. განყოფილებაში ინახება დედნის პირი გადაწერილი მეარზე იოსებ ქანანაშვილის მიერ: ,,მე მეარზე იოსებ ქანანაშვილმა ამისი თავანკარი წერილი ვნახე და ღმ(რთ)ის წინაშე და ამ წერილის პატრონთა ნებით უმეტნაკლებოთ გარდმოვწერე პირი სავათათა, იოსებ“.
5. შენიშვნა: ახლავს დიდი ზომის ქანწილი ჯვრით და ორნამენტებით, შესრულებული შავი მელნით.
6. გვიანდელი მინაწერები: ა. ,,გურგენიძე მორდალ იორდანეს წერილთან იყო, აღ. ბ. 27“; 2. საქ. სიძვ. III, N493.