ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ქისტაურში ჩასახლებული ქართველი და სომეხი ყმების მოურავობის წყალობის წიგნი გიორგი XII-ისა ეშიკაღაბაშ ალექსანდრე მაყაშვილისადმი

საუკუნე
XVIII
წელი
1798 წ.
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/529
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
4)
მასალა

ქაღალდი ყვითელი ჭვირნიშნით, დაწერილი მოყავისფერო და წითელი მელნით.

ფორმა
გრაგნილი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
ზომები
555X440
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ-ადგილ

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში

მითითებული თარიღი

უპვ (1798)

დამწერი
შენიშვნა

1. მეფე-დედოფლის სახელები დაწერილია მუქი წითელი და მონაცრისფერო მელნით, კალიგრაფიული  ლამაზი მხედრულით. ქანწილი დეკორირებული შესრულებული წითელი, მწვანე და შავი მელნით.

2. ქანწილი დეკორირებული ადამიანის სახის და ცხოველების გამოსახულებით.

3. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.