ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ცხრამუხა

ინფორმაცია
სახელწოდება:
ცხრამუხა

აღწერა:

ცხრამუხა — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: თაგვეთი, რბონა). ნასოფლარი დამჩხრეულა.ხაშურიდან 3 კილომეტრი. სოფელში დგას კოშკი და წმინდა ნინოს ეკლესია. ცხრამუხა ისტორიულ წყაროებში XVIII საუკუნიდან გვხვდება. როსტომ და დავით აბაშიძეების მიერ მამულის ნასყიდობის 1751 წლის სიგელში მოიხსენიება ცხრამუხა (ცხორომუხა), როგორც გაყიდული ჭალის მამულის საზღვარი. ცხრამუხა ქართლის სააბაშიოში შედიოდა . შემდეგ ამილახორების ხელშია. ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელშიც ცხრამუხაა მოხსენიებული, 1771წლის 17 იანვრით თარიღდება. ეს დოკუმენტი არის განჩინება რევაზ ამილახორსადა ნიკოლოზ აბაშიძეს შორის მამულის საქმეზე. ერეკლე II-ის იმავე წლის 20 იანვრის ბრძანებაში ნათქვამია, რომ ცხრამუხა ამილახორს დარჩა 

ლიტერატურა:

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, გვ.258, 1987

1772 წ. 25 აგვისტო, ფ.1753/54, გვ.167 

ციტირება

ცხრამუხა. ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2018. წვდომის თარიღი:

დაკავშირებული დოკუმენტები