უთხვის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთხვის ჩრდილოეთით, 2 კმ-ზე, მაღალი მთის ფერდობზე, სასაფლაოზე. ეკლესია დარბაზულია (11,5 X 6,6 მ), ნაგებია კირქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით. შესასვლელი ორი აქვს, სამხრეთით და ჩრდილოეთით (გადაკეთებულია ნიშად). აფსიდი არასრული ნახევარწრეა. აფსიდის ღერძზე გაჭრილია სარკმელი, რომლის ორივე გვერდზე თითო თაღიანი ღრმა ნიშია. ორი სარკმელი სამხრეთითაა, ერთი - დასავლეთით, კედლის ზედა ნაწილში. მოხატულობიდან აფსიდის კონქში მხოლოდ მაცხოვრის გამოსახულების კვალი ჩანს
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 448-449.
1771 წ. 13 მარტი; ფ.1753/54, გვ.142
უთხვის წმიდა გიორგის ეკლესია. ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი. საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი. თბილისი, 2018. წვდომის თარიღი: