ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ანდერძი მოხუცი ბერი თულაშვილის, დამტკიცებული ერეკლე II-ის მიერ

საუკუნე
XVIII
წელი
1794 წ. 9 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 32/388, 217v-218v
მასალა

ქაღალდი ნაცრისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
2
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი სამგან

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უპბ (1794) ივნისის თ (9)

დამტკიცება

ერეკლე II, დედოფალი დარეჯანი

ბეჭედი
დამწერი
გამოცემები
შენიშვნა

1. ამონარიდი ანდერძიდან: ,,რადგან უშვილო ვარ … არც არავინ პატრონი მომლელი და სიკვდილის ჟამზედა დამარხველი მეგულებოდა, მე ჩემის მონდომებით ასე განვაწესე ჩემი საფლავამდინ მიტანა, დამარხვა და ჩემის სულის მოვლა: ჩემ ქალიშვილებს სფირიდონას, ზინობს და ჩემ ქალ ელენეს მივეც ეს ჩემი მკვიდრი სასახლის ყმა წამალაშვილები…".

2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 24 იანვარი, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

3. ანდერძი - ადამიანის ნების გამოხატულება, რომელიც  მისი გარდაცვალების შემდეგ უნდა განხორციელებულიყო. იგი იწერებოდა ომში წასვლის წინ, ან ავადმყოფობის დროს. ყველაზე ადრეული ანდერძი, რომელიც არქივშია შემონახული არის - 1123 წ. დავით აღმაშენებელის მიერ შიომღვიმის მონასტრისადმი გაცემული ანდერძი.