ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

ბრძანება ერეკლე II-ისა მოლარეთუხუცეს შიოშის და მდივან იოსებისადმი, განწესების მიხედვით ოთხი მემანდრისთვის მემანდრეობის სარგოს განაწილების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1779 წ. 27 ივნისი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1449/875
მასალა

ქაღალდი მწვანე, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი და ტირე ერთ ადგილას

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონსა უΩზ (1779), თიბათვის კზ (ივნისი 27)

ბეჭედი
შენიშვნა

1. მდივანი (არაბ. - სახელმწიფო საბჭო, სამეფო კანცელარია) - საპატიო მოხელე, რომელიც სამეფო კარზე და სახელმწიფო დაწესებულებებში  ადგენდა სხვადასხვა სახის დოკუმენტებს; საამისოდ ის გადიოდა საგანგებო მომზადებას; მდივნისათვის აუცილებელ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა: დიდი განათლება, ენების ცოდნა და სამდივნო საქმეში დახელოვნება. ყველა მდივანი თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ და ,,უხუცესი" არ ჰყავდათ. ქართლ-კახეთში ექვსი მდივანი ჰყოლიათ. ერეკლე II-ის დროს მათი რიცხვი ათამდე გაზრდილა. მდივანი არა მარტო ადგენდა საბუთებს, არამედ უშუალო მონაწილეობასაც ღებულობდა ამა თუ იმ ღონისძიების გატარებაში. ქართლ-კახეთში 6 მდივანი ყოფილა. შემდეგში ერეკლეს დროს მათი რიცხვი გაიზარდა 10/11 მდივნამდე. მდივნობა შემოსავლიანი და საპატიო სახელო იყო. მდივნობა მემკვიდრეობით გადადიოდა

2. მემანდარი/მესტუმრე -  საპოლიციო აპარატის მეფის კარის მოხელე. მისი მოვალეობა იყო ძირითადად უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებზე  ზრუნვა, მათი გაცილება და გზაზე შესაფერისი დახმარების აღმოჩენა. ტერმინი - მემანდარი შემოვიდა XVII ს.-ში მეფე როსტომის დროს და მას შემდეგ ორივე ტერმინი იხმარებოდა.

3. მოლარე - მოანგარიშე, ხაზინადარი, სალაროს მნე; ქონების მართველი; მოხელე რომელიც განაგებს სალაროს და ანგარიშობს შემოსავალ-გასავალს.

4. მოლარეთუხუცსი - სამეფო ან სადედოფლო  ხაზინის მოანგარიშეების უფროსი, გამგებელი. მის განკარგულებაში იყო ფული, სამკაულები, სახელმწიფო იარაღი, ფარჩეული, ჩასაცმელ-დასახურავი, ცხენ-იარაღის მორთულობა.