ქაღალდი
ჭვირნიშნიანი ქაღალდი თეთრი, დაწერილი ყავისფერი და შავი მელნით
წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონს უΩზ (1779), მაისის ლ (30)
დედოფალი დარეჯანი, მეფის ძეები: გიორგი, ლეონი, იულონი, მირიანი და ვახტანგი
ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები, 1736-1797 წლები, 2008 წ. გვ.120
1. მოურავი - ეკონომი, მეურვე დანიშნული სამეფო ხელისუფლების მიერ. საბუთებში გვხვდება X-XI სს-დან. XVIII ს-ში მოურავის ფუნქციები გაიზარდა და იგი მმართველობის ადგილობრივი აპარატის მოხელეა ქალაქსა და სოფელში ითავსებდა სასამართლო მოხელის ფუნქციასაც. სოფლის მოურავი ინიშნებოდა სამეფო ხელისუფლების მიერ. XVIII ს-ის ქართლა და კახეთში 38-38 მოურავი იყო და ჰყავდათ მოურავთუხუცესი. ეს თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობითი.
2. აზნაური - პრივილეგირებული მიწათმოქმედი უკვე V ს.-ში, XV ს-დან ძირითადი მასა ფეოდალებისა, პირდაპირ დამოკდებული მეფეზე, თავადებზე და ეკლესიაზე. იყო სამი კატეგორია: სამეფო, სათავადო და საეკლესიო.
3. ჯვარისმამა - იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, გამოგზავნილი საქართველოში იერუსალიმის ქართული ეკლესიების კუთვნილი ყმა-მამულის სამართავად. ისინი აკონტროლებდნენ საქართველოში მდებარე იერუსალიმის სამონასტრო ქონებიდან გადასახადების აკრეფას, ნიშნავდნენ მოურავებს სოფლებში სადაც ყვრის მონასტრის მამული მდებარეობდა. თბილისში სიონის ტაძრის პირდაპირ მდებარეობდა ჯვარისმამის ეკლესია, რომელიც ,,ჯვარის მამის" ადგილსამყოფელს წარმოადგენდა. გარდა ეკლესიისა ჯვარის მამებს თბილისში საცხოვრებელი სახლებიც ჰქონდათ, ბოძებული ქართველი მეფეების მიერ.
4. სახლთუხუცესი იგივე აბრამადი. მეფის კარის მოხელე; მეფის სასახლის მმართველი, მასვე ექვემდებარებოდა სამეფოს შემოსავალ-გასავალი და მასთან დაკავშირებული მოხელე-მოსაქმენი. სამეურნეო-საფინანსო ზედამხედველი, სასახლის მსახურთა უფროსი, გვხვდება XV ს-იდან.