ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მელიქ შაქარასი, ქალანთარის მიერ წართმეული ყმის დაბრუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ დიმიტრისადმი, იასაულის მეშვეობით მელიქ შაქარასთვის ყმის დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1779 წ. 17 აპრილი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/427
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
=1/À ; 82; 112, ა (1); 309; 9
მასალა

ჭვირნიშნიანი ქაღალდი თეთრი, დაწერილი ყავისფერი და შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
228X160
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩზ (1779), აპრილის იზ (17).

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 20 აგვისტოს.

2. გვიანდელი მინაწერები: ა.) ,,309 ფადეი აივაზოვისა; N9 აივაზოვის თავის ყმასთან”.  ბ.)..ქ. ეს ულუბეგის წიგნებია“.

3. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.

4. მელიქი - ქალაქის თავი, რომელიც მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებდა სამოქალაქო საკითხებში. ევალებოდა ქალაქში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა. თბილისის სომეხ-ვაჭარ-ხელოსანთამეთაური. საქართველოში სამოხელეო წყობილებაში XVI ს-შიშემოვიდა, რომელიც მემკვიდრეობითი იყო.

5. ქალანთარი(სპარს.) - ქალაქის  უფროსი, მოურავი, ეს თანამდებობა XVII-ის ორმოციან წლებში შემოიღეს, ევალებოდათ ქართლ-კახეთში გადასახადების გაწერა და შეგროვება.