ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა გაბაშვილებისა, ზირკინაშვილების საყდართან მდებარე სადავო წყლის თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ დიმიტრისადმი, საყდრის წყლის ხელშეუხებლობის შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1779 წ. 29 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 30/221, 183v-184r
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი  უΩზ (1776), მარტის კთ (29) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1823 წ. 2 აპრილს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

2. მინაწერი: ,,უფასოდ დაწერილი არზა ასლთან სწორი არს თ(ავადი) რატიევი“.

3. ასლი წერილი მივიღე თ(ავადი) გაბაშვილი იოანე.

4. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.