ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა მსაჯულ იესესი, აბაშიძეების მიერ მიყიდული სახლის ბეცია საამიშვილზე ხელმეორედ გაყიდვის თაობაზე. ოქმი ერეკლე II-ისა ეშიკაღასბაშ დიმიტრისადმი, სახლის მსაჯულ იესესთვის დაბრუნების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1779 წ. 16 მარტი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
დედანი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1448/4562
ძველი სააღრიცხვო-საარქივო ნომერი
11; მჰ(48)
მასალა

ქაღალდი ყავისფერი, დაწერილი ყავისფერი და შავი მელნით.

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
ზომები
353X150
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
განკვეთილობა

წერტილი ადგილ ადგილ.

მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, რესტავრირებული.

მითითებული თარიღი

ქორონიკონს უΩზ (1779), სექტემბრის იგ (13).

ხელრთვა
ბეჭედი
შენიშვნა

1. როგორც პირველ მონასყიდეს სახლი იესე მსაჯულს დაუბრუნდა.

2. ერეკლე  II-ის მინაწერი ოქმზე: ,,ქ. იესე მსაჯულისათვის რომ წიგნები  მიეცით ჩვენს დედიდაშვილებს, ის ისეთი წიგნები იყო, რადგანაც გატეხეს ერთი ორად და სამად უნდა წართმეოდათ, მარა ნათესაობამ დააყენა, თორემ  არ დაეთმობოდათ ამგვარი საქმე".

3. ეშიკაღასბაში (ოსმალ. ეშიკ - ზღურბლი.  აღა - ბატონი, ბაში - თავი)  – იგივე მანდატურთუხუცესი, მეფის კარზე წესრიგის მეთვალყურე საპოლიციო აპარატის მოხელე; მეფის კარის დაცვის უფროსი.   ეშიკაღასბაშის მოვალეობაში შედიოდა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სისრულეში მოყვანა. იასაულების გაგზავნა სამართლის აღსასრულებლად. ვახტანგ მეფის სამართლის წიგნის მიხედვით ეშიკაღასბაშს ევალებოდა გაფანტულიყმების მოგროვება და პატრონისთვის დაბრუნება. სამეფო ეშიკაღასბაშის გარდა იყო ორი სახის ეშიკაღასბაში: ხალვათხანის/ქარხნების (ორი) და  არმის/სასახლის (ორი).   ეშიკაღასბაში როგორც ტერმინი XVII ს-ში როსტომ მეფემ შემოიღო. ექვემდებარებოდნენ: ბოქაულთუხუცესი, ბოქაული, სოიბათიასაული, ყორიასაული, იასაული, მემანდარი, ყაფიჩი.  ძირითადად სასახლის მოხელეებად ითვლებოდნენ, თუმცა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ მოხელეებადაც (კახეთის, ქართლის) იყვნენ. ყველა სახის ეშიკაღასბაში საპოლიციო აპარატის მოხელეები არიან.

4. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 15 ნოემბერს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

5. პირი, ფ.1450, 26/57.