ქაღალდი
ქაღალდი ყვითელი, დაწერილი ყავისფერი მელნით
წერტილი და ტირე ერთ ადგილას
მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში
ქორონიკონსა უΩზ (1779), იანვრის ზ (7)
1. ბეითალმანი (არაბ) - ამოვარდნილი, უპატრონო ადგილი, სახლ-კარი; უმემკვიდრეოდ დარჩენილი ამოწყვეტილი ოჯახის ადგილ-მამული.
2. სახასო - 1. სამეფო საკუთრება; 2.ფეოდალის სახლის საერთო-საგვარეულო ქონება.
3. მამასახლისი - ზედამხედველი ქალაქსა და სოფელში ვინმეს ქონებისა; მოურავის თანაშემწე. არჩევითი მოხელე სოფლად, რომელიც ასრულებდა ადმინისტრაციულ-პოლიციურ მოვალეობებს. ,,საქვეყნოდ გამრიგე", რომელიც ახორციელებდა როგორც მართველობით ისე სასამართლო ფუნქციებს. მამასახლისი ჰყავდათ როგორც მემამულეებს ასევე ეკლესიებსაც. იგი მონაწილეობას იღებდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეების გარჩევაში და ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდა განაჩენის აღსრულებაში. ეს მოხელეობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თავისუფლდებოდა გადასახადებისგან. ეხმარებოდნენ მოხელეებს გადასახადების გაწერაში და აკრეფაში. აკრეფილი გადასახადი ქალაქში უნდა ჩაეტანა.