ქართული ისტორიული საბუთების კატალოგი

არზა ბეცია გედევანიშვილის, ბერი თარხნიშვილის მიერ მითვისებული ორი კომლის დაბრუნების თაობაზე ოქმი ერეკლე II-ისა იასაულ ბეცია საამისშვილისადმი, ყმების აყრისა და ბეციასთვის მიბარების შესახებ

საუკუნე
XVIII
წელი
1778 წ. 4 დეკემბერი
ტექსტის მატარებელი

ქაღალდი

ავთენტურობა
პირი
დაცულობის ადგილი
საქართველოს ეროვნული არქივი, საისტორიო ცენტრალური არქივი.
შიფრი
1450, 28/17, 19v
მასალა

ქაღალდი ცისფერი, დაწერილი შავი მელნით

ფორმა
კოდექსი
კეფების/ფურცლების რაოდენობა
1
დამწერლობის სახეობა
  • მხედრული
მდგომარეობა

მოღწეულია სრული სახით, კარგ მდგომარეობაში 

მითითებული თარიღი

ქორონიკონი  უΩვ (1778), ქრისტეშობისთვის დ (დეკემბრის 4) 

ბეჭედი
შენიშვნა

1. მინაწერი რეგისტრაციის ბოლოს: ,,ასლი დოკუმენტი მივიღე ერასტი გედევანოვი".

2. რეგისტრირებულია რუსეთის ადმინისტრაციის მიერ 1821 წ. 5 მარტს, სოვეტნიკი გაბრიელ რატიევი.

3. კომლი/საკომლო - გლეხის მეურნეობის ერთეული -  ,,საგლეხო მამული" ანუ ,,საკომლო". საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საკომლოს რაოდენობა განსხვავებული იყო იმის მიხედვით თუ რა დარგი იყო განვითარებული, ან მიწის ნაყოფიერება როგორი იყო.

4. იასაული (თურქ.) - ქართულად მანდატური, ბოქაული, ხელჯოხიანი. იგი ადმინისტრაციულ-პოლიციური სამსახურის ყველაზე დაბალი და გავრცელებული მოხელე იყო.  საპოლიციო ხასიათის სამუშაოს აღმსრულებელი, რომელიც  ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდა. თბილისში სპეციალური საიასაულო სახლი იყო, სადაც დასაკითხად მიჰყავდათ დამნაშავეები. იასაული იყო განაჩენების და მეფის ბრძანების აღმსრულებელი. მას აგრეთვე აგზავნიდნენ წერილისა თუ ბრძანების ადგილზე გადასაცემად, ვინმეს გამოსასახლებლად. ისინი მრავალ უწყებას ემსახურებოდნენ. სამეფო იასაულები გათვალისწინებული იყო 23 იასაული, სადედოფლო - 17. გარდა ამისა იასაულები ჰყავდათ ერისთავებსაც. ზოგჯერ დიდი მოხელეები ინიშნებოდნენ იასაულებად განაჩენის აღსასრულებლად.